logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
საქართველოს ერთობლივი ვიზიტით შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან
13:17 13.11.2017
საქართველოს ერთობლივი ვიზიტით ხვალ, შვედეთის სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვსი ეწვევიან.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ძალზედ მნიშვნელოვან გზავნილს და საქართველოს მიმართ არსებული მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო დემონსტრირებას.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღსანიშნავია, რომ ვიზიტს სიმბოლური დატვირთვაც აქვს - შვედეთი და პოლონეთი არიან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნები და 2009 წლიდან, ინიციატივის დაარსებიდან მოყოლებული მათ დიდი წვლილი მიუძღვით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორობის განვითარების კუთხით. შესაბამისად, მინისტრების საქართველოში ვიზიტს ბრიუსელის სამიტამდე სულ რაღაც ათიოდე დღით ადრე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე მხარეები მიმოიხილავენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მიმდინარე სამზადისს. ამასთანავე, მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, იმსჯელებენ შვედეთის სამეფოსთან და პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებულ ურთიერთობებზე და მათი სამომავლოდ გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ ერთობლივ პრეს-კონფერენციას.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შვედეთის სამეფოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასევე, იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე, დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა