საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურმა
მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ამის შესახებ კელიმ საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას განაცხადა.
„სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე. ჩვენ მოხარულები ვართ და ვაგრძელებთ მუშაობას იმ ლიდერებთან, რომლებიც ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული სისტემა“ - განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვეყნის მასშტაბით არჩვნების მეორე ტური გაიმართა.

















