logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა
09:18 13.11.2017
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო პროცესი მშვიდ, კონკურენტუნარიან და სამართლიან გარემოში მიმდინარეობდა, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის მერის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი ლიდერობს.

„დღის განმავლობაში, საარჩევნო პროცესი მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და ყველა უბანზე ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა. ბოლო ორი-სამი საათის მონაცემებით, მყარი უპირატესობა გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ამ უპირატესობას დღის ბოლომდე კიდევ უფრო გავზრდით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება მოხდა.

„მოვუწოდებ და ვთხოვ „ქართული ოცნების“ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მეორე ტურში, კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის მიმართ თავიანთი მხარდაჭერა დააფიქსირონ. საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარად ჩანდა, რომ სახელისუფლო კანდიდატის გუნდს ოზურგეთის განვითარების კონკრეტული პროგრამა ჰქონდა, მაშინ, როდესაც ჩვენი კონკურენტი, ჩვენთან დაკავშირებით საუბრობდა. მათი მხრიდან არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტურაჟირება მოხდა, თუმცა მედია თავისუფალია, ქვეყანაში არ ბნელა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რა არის სიმართლე და ვის შეუძლია რეალურად ოზურგეთის მომავალი განვითარება უზრუნველყოს“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მედიისა და საერთაშორისო-სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა