logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ირლანდიის საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა
ევროკავშირის საკითხებში ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ირლანდიის საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა
17:50 11.11.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტმანეტის მეორე გენერალურ მდივანს, ევროკავშირის საკითხებში განყოფილების გენერალურ დირექტორს რორი მონტგომერის შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ირლანდიის ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას მაღალი დონის ვიზიტების, ასევე ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების განხორციელების კუთხით.

შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე, მათ შორის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე. მონტგომერი მიესალმა საქართველოს წარმატებებს ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაუსვა ირლანდიის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი. მინისტრის მოადგილემ ირლანდიურ მხარეს გააცნო საქართველოს ხელისუფლების სამომავლო პრიორიტეტები ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ზოგადად ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რომელიც გაერთიანების მომავალ განვითარებას უკავშირდება, მათ შორის ე.წ. „ბრექსიტსა“ და მის გამოწვევებს ირლანდიისთვის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა