logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბეგლარ სიორიძე: იმედია, მომცემთ საშუალებას, ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება
ბეგლარ სიორიძე: იმედია, მომცემთ საშუალებას, ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება
12:49 11.11.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მერობს კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დაბა ნასაკირალის ამომრჩეველს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დაბა ნასაკირალი ყოველთვის გამოირჩეოდა ინფრასტრუქტურით, რაც ალამაზებდა აქაურობას. მინდა, ნასაკირალს ის ღირსებადავუბრუნო, რაც ჩემი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ. იმედია, მომცემთ საშუალებას, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და ის სასიკეთო ცვლილებები განვახორციელო, რაც თითოეული თქვენგანის კეთილდღეობაზე აისახება“ , - აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ოზურგეთის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და მუნიციპალიტეტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„აჭარის მთავრობა თქვენ გვერდითაა და ჩვენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ძლიერი რეგიონი კი, ჩვენი მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მართვა და ძლიერი მენეჯერი. ამიტომაც, ბეგლარ სიორიძე ღირსეულ გამარჯვებას იმსახურებს“, - განაცხადა ზურაბ პატარიძემ.

ამომრჩეველს სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემაც. მან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებები უსურვა.

„ჩვენ ყველას გვინდა ნასაკირალის განვითარება. აქ შეკრებილ ადამიანებს კი შეგვწევს ძალა, რომ მისი უკეთესი მომავალი ერთად უზრუნველვყოთ. მოგიწოდებთ, რომ მხარი დაუჭიროთ სახელისუფლო კანდიდატს. თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პრობლემების სრულად მოგვარებავერ მოხერხდება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნასაკირალის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა