logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ჩვენი მთავრობის დიდი წარმატებაა
მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ჩვენი მთავრობის დიდი წარმატებაა
12:41 11.11.2017
„მივესალმები იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ და რომელიც ეხება განვლილი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს. ეს არის ნამდვილად დიდი წარმატება ჩვენი მთავრობის და იმ რეფორმების, რომლებიც განხორციელდა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ეს ეხება როგორც საკანონმდებლო დაახლოებას ევროკავშირთან ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებას. გასული წელი ნამდვილად იყო განსაკუთრებული თავისი შედეგებით საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მოგეხსენებათ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასევე ჩვენ გავწევრიანდით ენერგეტიკულ გაერთიანებაში, ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება ევროპოლთან და ჩავერთეთ აქტიურად ისეთ პროგრამებში რომელიც ხელს უწყობს მეტ თანამშრომლობას განათლების სფეროში, კულტურის სფეროში, ინოვაციების სფეროში. წელს ჩვენს მეწარმეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეტანათ ახალი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირი გახდა და არის ჩვენი მთავარი, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენი სექტორალური რეფორმები არის ძალიან პოზიტიურად შეფასებული და განხორციელებული რეფორმები, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას და რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის ასევე პრიორიტეტებთან და ხედვასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს შორის ხაზგასმულია ფუნდამენტური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მიერ, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნები“- განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისიის ანგარიშის შეფასებისას, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის ჰანის განცხადებებს, რომლებიც ხაზს უსვამს საქართველოს პროგრესს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. მინისტრის შეფასებით მსგავსი სახის პოზიტიური ანგარიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. „ ეს ხაზს უსვამს ასევე ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. ეს არის გამოხატულება იმისა, რომ საქართველო არის წარმატებული მაგალითი ევროკავშირისთვის. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ესეთ შეფასებებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ. საქართველო ნამდვილად კარგ ფორმაში ხვდება სამიტს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამიტი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის და ზოგადად პარტნიორობისთვის და რომ საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარება იქნება მტკიცე და ურყევი და ეს გამოხატული იქნება როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ და პოლიტიკურ დახმარებაში“-განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა