logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ფედერიკა მოგერინი: დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს
ფედერიკა მოგერინი: დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს
17:49 10.11.2017
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა დღითიდღე უფრო ძლიერდება და მოქალაქეებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს.

„ევროკავშირმა და საქართველომ დიდი ძალისხმევა ჩადეს მტკიცე პარტნიორობაში, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. მარტის თვიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების დროს უვიზო რეჟიმით სარგებლობა. ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ გაცვლას ჩვენს სტუდენტებს შორის და ჩვენი ბიზნესისთვის ვაჭრობის უფრო მეტ შესაძლებლობას. დღევანდელი ანგარიში ცხადყოფს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში აშკარა პროგრესს. ევროკავშირი განაგრძობს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომელიც კიდევ განსახორციელებელია რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში და კვლავ ერთგული დარჩება ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის სრული იმპლემენტაციის“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

დღეს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მიზნად ისახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან შეთანხმებული მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა