საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავრობაში მოაზროვნე ხალხია საჭირო და არა უბრალოდ ბრძანების შემსრულებლები.
ამის თაობაზე მან დღეს თავდაცვის სამინისტროში, ახალი მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა.
მისი შეფასებით, შაშკინი, როგორც ხელმძღვანელი, იდეების გენერატორია. პრეზიდენტის შეფასებით, მას იმედი აქვს, რომ შაშკინს სამხედრო სფეროშიც საინტერესო იდეები ექნება.
„დიმიტრი არის კოლეგიალური ადამიანი, ძალიან ადვილია მასთან მუშაობა, გახსნილია იდეების მხრივ, არის დემოკრატიული და თავმდაბალი. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ხალხი და არა უბრალოდ ბრძანებების შემსრულებლები“ - განაცხადა პრეზიდენტმა თავდაცვის ახალი მინისტრის დახასიათებისას.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში საჭიროა ხალხი, ვინც თამამად გამოთქვამს აზრს და აკრიტიკებს იმას, რაც არ მოსწონს.

















