logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს
ირაკლი კობახიძე: ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს
17:19 10.11.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბორჯომელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მოსახლეობის საკეთილდღეოდ ბევრი რამ კეთდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს ბორჯომის მუნიცილაპიტეტის მერის პოსტზე ლევან ლიპარტიას. მისი არჩევით ის უამრავი პროექტი უნდა გაგრძელდეს, რომელიც ბორჯომში ხორციელდება. ზოგადად, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული და უფრო უკეთესი იქნება ჩვენი ცხოვრების პირობები. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩვენს თანაგუნდელს, ლევან ლიპარტიას ამ საპატიო პოსტისთვის ბრძოლაში, ვუსურვო მას გამარჯვება და წარმატება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბორჯომელ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მიერ აღებულ პოლიტიკურ კურსს და მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა