ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის
დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ნოემბერს, დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
ცესკო-ს ინფორმაციით, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30
12:30
17:30
20:30
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

















