logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - ვერ ვიქნებით გულგრილი მათ მიმართ, ვისაც კორუფციული, კრიმინალური სიტუაციის აღდგენა სურს
სააკაშვილი - ვერ ვიქნებით გულგრილი მათ მიმართ, ვისაც კორუფციული, კრიმინალური სიტუაციის აღდგენა სურს
18:35 04.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციას კარგად აწყობილ და ეფექტურ ქართულ სტრუქტურად აფასებს.
როგორც პრეზიდენტმა შს ახალი მინისტრის ბაჩო ახალაიას სამინისტროს თანამშრომლებისთვის წარდგენისას აღნიშნა, მისი ხელმძღვანელის პრემიერ-მინისტრად გადაყვანა ადასტურებს იმას, რომ სამინისტროს წარმატებული ხელმძღვანელობა ჰყავდა.
მისივე განმარტებით, შს მინისტრად ბაჩო ახალაიას წარდგენა ვანო მერაბიშვილთან ერთად მოიფიქრა.
„ვანო ითხოვდა, რომ მისი შემცვლელი ბაჩო ყოფილიყო, რასაც მე მთლიანად ვეთანხმები. ეს გარკვეულ ოჯახურ ინტერსთა კონფლიქტს იწვევს, ამიტომაც, ბაჩოს ძმას სტრუქტურის დატოვება მოუხდა. ეს გარდაუვალია“ – განმარტა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, საქართველოში კრიმინალი და კორუფცია არასოდეს უნდა დაბრუნდეს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს არაკეთილმოსურნეებს და ოპონენტებს.
„პოლიცია დეპოლიტიზირებული სტრუქტურაა, ამიტომ, ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანს თანასწორად უნდა იცავდეთ. ყველას მიმართ ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს, მაგრამ იმ ხალხის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნებით, ვისაც კორუფციული, კრიმინალური სიტუაციის აღდგენა სურს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში ნარკომანიის მაჩვენებელი შემცირდა, რომლის დაბრუნება დაუშვებელია.
„ამიტომ, აქ გვჭირდება ძლიერი, მაგრამ ჰუმანური ხელი დემოკრატიული შეხედულებებით. სამინისტროში არის მაღალი კლასის ხელმძღვანელობა. ამათ ძალიან დიდი გაფრთხილება და ხელშეწყობა უნდათ. ვფიქრობ, ახალ მინისტრს ამის პრობლემა არ ექნება“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის რაც საქართველოში პოლიციის და უსაფრთხო ქვეყნის სახით შეიქმნა, ყველა მინისტრზე მაღლა დგას, ამიტომ, მას თვალისჩინივით უნდა მოუფრთხილდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა