logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი: როგორც გერმანიაში, საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად
პრემიერი: როგორც გერმანიაში, საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად
10:17 10.11.2017
ეს უმშვენიერესი ადგილი შეგვახსენებს, რომ ყველა ბოროტების კედელი ადრე თუ გვიან დაინგრევა - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის მოედანზე გააკეთა, სადაც ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა - საჩუქარი, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გადაეცა, როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო.

პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„მართლაც ღირსშესანიშნავი დღეა. 2017 წელი გერმანია-საქართველოს წელია და გერმანელი ხალხის საჩუქარი ქართველ ხალხს ჩამოუვიდა საქართველოში იმის ნიშნად, რომ როგორც დასრულდა უდიდესი უსამართლობა გერმანელი ხალხის მიმართ და დაინგრა კედელი, რომელიც გერმანელ ხალხს ხელოვნურად ორად ჰყოფდა, ასევე საქართველოში ბოროტების მიერ აღმართული კედელი დაინგრევა და დაინგრევა ასევე მშვიდობიანად, ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ყოველთვის, როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთად დგება, მიზანმიმართული, სწორი ნაბიჯებით და გაბედული პოლიტიკით შესაძლებელია ასეთი შედეგის მიღწევა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ გერმანია-საქართველოს წელს, ასევე, მომავალ წელს გვაქვს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 100 წლის წინ გერმანიის როლი ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში. გერმანელი ხალხისადმი საქართველო, რა თქმა უნდა, გამოხატავს მადლიერებას 2018 წლის 26 მაისს. მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს. იმიტომ, რომ ისტორია არის ისტორია. საქართველო-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ღრმავდება. მომავალ წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველო არის საპატიო სტუმარი და ჩვენ დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ამ ორ ერს შორის ძმობისა და ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია.
გერმანიის ელჩმა აღნიშნა, რომ კედელი იქნება სიმბოლო იმისა, რომ ერთ დღეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, რადგან ეს ფრაგმენტი აჩვენებს, რომ არაფერია შეუძლებელი, მთავარია მოთმინება.

ღონისძიებას თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია და ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, ასევე საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ცერემონია დასრულდა კონცერტით, რომელზეც შესრულდა ცნობილი კომპოზიციები, რომლებიც ბერლინის კედელს მიეძღვნა ან ბერლინის კედლის ფონზე სრულდებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა