ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ს მიერ რუსული აგრესიის შესაკავებლად
ზოგიერთი ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფის გადაწყვეტილებას აფასებს.
როგორც ელჩი განმარტავს, ის ფაქტი, რომ დოკუმენტში საუბარი საქართველოზე არ არის, არ ნიშნავს, რომ დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს.
“დოკუმენტი არ მინახავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მასში საქართველო ნახსენები არ არის არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნების ჩამონათვალში არ არის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს შეაჩეროს რუსული აგრესია. იგივე მესიჯები გაჟღერდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც. იგივე ითქვა მაკკეინისა და ლინსი გრეიმის ვიზიტის დროს. ლინსი გრეიმი არის იმ კომიტეტის ხელძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია თანხების გამოყოფაზე. საქართველო არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მოხვდა ამ ქვეყნების სიაში“-განაცხადა კელიმ.
რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ამერიკის შეერთებული შტატები 2018 წლის ბიუჯეტიდან 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გაიღებს. დოკუმენტში რუსული აგრესიის ბიუჯეტის პროექტი მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარებასაც ითვალისწინებს - უკრაინისთვის 350 მილიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის კი 100 მილიონ დოლარის ოდენობით.

















