აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა განიხილება, მიესალმება.
როგორც ის განმარტავს, ექსპრემიერი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი შემქმნელია და აღნიშნული თანამდებობა მისთვის დამსახურებულია.
„მივესალმები თუ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დასახელდება. ის ჩემი მეგობარი და გუნდის წევრია. მე მიმაჩნია, რომ ის ყოველთვის იყო არის და იქნება ბატონი ბიძინას მეგობარი და „ქართული ოცნების“ გუნდის ძირითადი შემქმნელი“-განაცხადა შიოლაშვილმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებად ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც განიხილებიან.

















