საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის
კანდიდატურებთან დაკავშირებით, წინასწარი კონსულტაციები უკვე გაიმართა და კანდიდატურების დასახელება უახლოეს მომავალში მოხდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც შერჩევის პროცესი დაეფუძნება.
„ ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, ეს არის მიუკერძოებლობა, მათ შორის - პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კეთილსინდისიერება, პატიოსნება და რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სიღრმისეული ცოდნის შესაბამისი კვალიფიკაცია. ეს ის კრიტერიუმებია რომელსაც დაეფუძნება შერჩევის პროცესი და შესაბამისი კანდიდატი ამ ყველაფრის საფუძველზე შეირჩევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















