საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლები
„ნაციონალური მოძრაობის წევრის, გოგა ონიანის დაკავების საქმეს თვალს ადევნებენ.
ამის შესახებ ჰერმანიმ შსს-ს ყოფილი მღალჩინოსნისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ საკითხის შესახებ პრესის შესახებ პრესის საშუალებით შევიტყვე. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს, რომელსაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ,“-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანი მისთვის წაყენებულ ოთხივე ბრალში დამნაშვედ ცნეს და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

















