logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს
09:47 09.11.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება მიმოიხილა. დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 1299-ე სხდომაზე, სადაც გენერალური მდივნის ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.

დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვისა და ასევე უკანონო დაკავების ფაქტებზე, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნაზე, ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემაზე და სხვა.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პროცესს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა სოფელ ერედვში ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებზე. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშ დარღვევას და მიზნად ისახავენ ორივე რეგიონში ქართული კვალის ამოძირკვას.

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ეხება მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, ასევე დაიწყო ცხინვალის რეგიონშიც.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას. მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ჩართულობის პოლიტიკაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

„კონფლიქტი საქართველოში“ ანგარიშის განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით. ევროკავშირი განცხადებაში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოხსნას ნებისმიერ სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, შეწყვიტოს ადამიანების უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ კონტექსტში, აღკვეთოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხელახლა გახსნას „გამშვები პუნქტები“ და გამოიძიოს ყველა უკანონო მოპყრობა, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ქმედებები, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, ადგილზე სიტუაცია უფრო მეტად უარესდება. ევროკავშირის აღნიშნულ განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სან მარინო.

ანგარიშის განხილვისას ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარომადგენლები, რომელთაც დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებები და ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე შეწყვიტოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და უზრუნველყოს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობა.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მიდგომა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისადმი. ასევე მხარდაჭერილ იქნა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივები. წევრი ქვეყნების დელეგაციებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისადმი.

ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს გენერალური მდივნის ანგარიში და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების საჭიროება.

კომიტეტის სხდომაზე დელეგაციებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციის გამტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ასევე, აღნიშნეს ვენეციის კომისიის პოზიტიური შეფასებები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით.

კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ, ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა