logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სუამის წევრი ქვეყნების დელეგაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს
სუამის წევრი ქვეყნების დელეგაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს
09:40 09.11.2017
ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ განცხადებით გამოეხმაურნენ.

განცხადებაში სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციები მიესალმებიან გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამენ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შენარჩუნების მნიშვნელობას. ისინი გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და ადამიანის უფლებათა სისტემატიური დარღვევის ფაქტებს.

„ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება კვლავ საგანგაშოა. ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ე.წ. „ბორდერიზაცია“ და ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტები, რაც იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევას, მათ შორის ირღვევა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მცხოვრები მოსახელობის თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. სუამის წევრი ქვეყნების დელეგაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1299-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით. მე-16 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა როგორც ევროკავშირისა და სუამის სახელით, ისე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მხრიდან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა