logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის მერობის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ოზურგეთის მერობის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს
09:42 09.11.2017
პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, ოზურგეთის მერობის კანდიდატს, ბეგი სიორიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ოზურგეთში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე ჩავიდნენ, რომელსაც გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველს სიტყვით მიმართეს და ბეგი სიორიძეს არჩევნებში წარმატება უსურვეს.

კახა კალაძეს განცხადებით, ის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ეს დემოკრატიის ნაწილია და ამ მიმართულებით მმართველი გუნდის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„ყველას გვახსოვს 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება და ზეწოლა იყო განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, საბედნიეროდ, ეს ჩვენი ერთსულოვნებით წარსულს ჩავაბარეთ და დღეს უნდა ვისაუბროთ არა წარსულზე, არამედ მომავალზე, თუ როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, რას გავაკეთებთ ჩვენი მომავალი თაობისთვის“, - თქვა კალაძემ.
როგორც პარტიის გენერალური მდივანმა აღნიშნა, 2014 წლის შემდეგ, რაც ოზურგეთელმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ბეგი სიორიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“, ამ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, უამრავი პრობლემა და სერიოზული გამოწვევებია როგორც ოზორგეთში, ასევე მთელ საქართველოში, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი ამ პრობლემებს შეეჭიდოს და გაუმკლავდეს, ეს „ქართული ოცნებაა“.
„ჩვენ წარმოდგენილი გვყავს კანდიდატი, რომელიც სამი წლის განმავლობაში იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ის 12 ნოემბერს აუცილებლად გაიმარჯვებს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაგიწყებთ მითითებას, რა უნდა გააკეთოთ და როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, თქვენ ზრდასრული ადამიანები ბრძანდებით და გურულები პოლიტიკაში ერთ-ერთი საუკეთესოები ხართ, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გაადაწყვეტილებას მიიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში.
„ბეგი სიორიძე იყო ოზურგეთის ღირსეული მერი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთი შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ოზურგეთის განვითარებისთვის მომდევნო ოთხი წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოზურგეთელი ამომრჩეველი 12 ნოემბერს კიდევ ერთხელ გამოუცხადებს მას ნდობას“, - აღნიშნა კობახიძემ.
საკუთარ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა ბეგი სიორიძემაც და მხარდამჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„დღეს ჩემს მხარდასაჭერად ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები ჩამოვიდნენ ოზურგეთში. ყველა ის დაპირება, რომელიც მე თქვენ დაგპირდით, სწორედ ამ ადამიანების მხარდაჭერითა და თანადგომით დაგპირდით და დარწმუნებულები იყავით, რომ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში“, - მიმართა ამომრჩეველს სიორიძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, მომდევნო ოთხ წელიწადში ოზურგეთი გახდება ყველასთვის საამაყო ქალაქი და ამ დროში დასრულდება ყველა ის მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი, რომელიც თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა