logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
16:16 08.11.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კაალძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას, რასაც სათავეში ჩაუდგება კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი ალექსანდრე გრიგალავას ხელმძღვანელობით. ამის შესახებ კახა კალაძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ალექსანდრე გრიგალავას მეორე ტურში წარმატებები უსურვა და მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს ძლიერი, მნიშვნელოვანია ძლიერი რეგიონები და სოფლები, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ არჩეული იყოს ადამიანი, ვინც თავის გუნდთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, თავის მუნიციპალიტეტს ღირსეულად მოემსახურება.

შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მთავარი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და ყველა რეფორმა თუ პროექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, უკავშირდებოდა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას.

„შეიძლება რაღაცეები დროში გაიწელა, რაღაცეები მიმდინარეობის პროცესშია, თუმცა ჩვენ არასდროს, მთელი ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი მოსახლეობისთვის, არავინ დაჩაგრულა, არავისთვის წარგვირთმევია. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ღამის საათებში ნოტარიუსები იბარებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ საკუთარ ქონებას, ბიზნესს. საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად, არჩევნების გზით, ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გენერალურმა მდივანმა დღეს არსებულ საარჩვენო გარემოზეც ისაუბრა და პროცესები დადებითად შეაფასა.

„ნამდვილად მსიამოვნებს არსებული საარჩევნო გარემო. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, კარგად დავინახავთ თუ რამხელა სხვაობაა 2012 წლადე და 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. მეამაყება, რომ დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საარჩვენო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს“, - აღნიშნა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა