logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერს შეხვდა
16:07 08.11.2017
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრ პავლო როზენკოს შეხვდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის გაცნობა და იმ პრობლემების მიმოხილვა იყო, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.
ჰუმანიტარული გამოწვევები, უსაფრთხოება, მავთულხლართები, მოსახლეობისათვის გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვა - ეს ის საკითხებია, რომლებზეც შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა.
საუბარი ასევე შეეხო სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად სტრატეგიას. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრმა შეხვედრას უაღრესად საინტერესო უწოდა და ვიცე-პრემიერს ამისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ქვეყნებს მსგავსი პრობლემები აქვთ - ტერიტორიების ოკუპაცია. ბუნებრივია, საინტერესო იყო, რომ არაერთი საკითხი ამ ჭრილში ერთობლივად განგვეხილა.
„სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გავაცანით, მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტით გამოწვეული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრობლემები, რომელთაც მოსახლეობა აწყდება.
„დიდი დრო დავუთმეთ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, კერძოდ, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე საუბარს. ასევე, იმ ამოცანებზე, რომლებიც ამ პოლიტიკას გააჩნია და რაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, მათთვის მეტი მომსახურების და სიკეთის მიწოდებას გულისხმობს.
„ვისაუბრეთ ჩვენს პარტნიორობაზე სხვადასხვა საერთაშორისო აქტორთან და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ეს არის ორი მთავარი მიმართულება - დეოკუპაცია და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებების შერიგება“ , განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
თავის მხრივ, უკრაინის ვიცე პრემიერმა, საქართველოს მთავრობას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი საუბრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციის აგრესია იყო, რომელმაც ჩვენი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია, რის შედეგადაც უკრაინას 1,5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს. ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი კი საცხოვრებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა დარჩენილი. ეს ჩვენთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს. საქართველოც დიდი ხანია მსგავსი პრობლემის წინაშე დგას და ჩემი ვიზიტის მიზანი თქვენი პოზიტიური გამოცდილება გაზიარებაა“,- აღნიშნა პავლო როზენკომ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა