logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი ჭიღვარია: წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც მოსახლეობის თანადგომა გვჭირდება
გიორგი ჭიღვარია: წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც მოსახლეობის თანადგომა გვჭირდება
14:39 08.11.2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია მმართველ გუნდსა და ამომრჩეველს თანადგომისთვის მადლობას უხდის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ოქტომბერში, ჩვენს მიერ ჩატარებულ არჩევნებში თანადგომისა და გვერდში დგომისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე, ჩვენი გუნდის ლიდერებს იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება, „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისი განავითაროს“ - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან, თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, რაც დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„დღეს გვაქვს საშუალება, რომ არჩევნები თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩავატაროთ. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო იმ ბრძოლისთვის, რაც გადავიტანეთ. წინ კიდევ ერთი ბრძოლა დაგვრჩა, რომელშიც თქვენი თანადგომა გვჭირდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი, რომელიც ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ“ - მიმართა ჭიღვარიამ ქუთაისელ ამომრჩელებს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გიორგი ჭიღვარიას მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში იმყოფებოდნენ და ადგილობრივ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ასევე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა