logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისთვის „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობას უხდის
კახა კალაძე გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისთვის „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობას უხდის
09:44 08.11.2017
თბილისის ახლადარჩეული მერი გმირთა მოედანის მიმდებარედ კიდევ ერთხელ მივიდა, სადაც მიწისქვეშა გადასავლელში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო და „თბილსერვის ჯგუფს“ მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. მიწისქვეშა გადასასვლელის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გადასასვლელით ბევრი ქვეითად მოსიარულე ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, არსებული მდგომარეობა გამოსწორებული უნდა იყოს, რასაც ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, მთავარია ნება“, - განაცხადა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

არჩეული მერის თქმით, დასუფთავებასთან ერთად, ამ დროისთვის მიმდინარეობს გადასასვლელის განათების ქსელის მონტაჟი, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რაც მთავარია, არსებობს საზოგადოების თანადგომა ამ მიმართულებით და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელების პრობლემა გადაიჭრას.

„შემდგომი ნაბიჯი იქნება გადასასვლელის მოხატვა, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. გამოხმაურება უკვე არის მათი მხრიდან და ყველას ექნება საშუალება, ჩაერთოს ქალაქის მოწესრიგებაში“, - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

კახა კალაძე აღნიშნულ მიწისქვეშა გადასასვლელში, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს დილითაც იმყოფებოდა, რა დროსაც მათ გადასასვლელების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების დაწყება სთხოვა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება მორეცხვითი სამუშაოებით დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა გადასასვლელის სპეციალური ხსნარით დამუშავდა და ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა. პარალელურად, მიმდინარეობს განათების ქსელის მოწყობა გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის იმ ნაწილში, სადაც მორეცხვითი სამუშაოები დასრულდა.

იხ ვიდეომიმართვა :

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1101736169929818/

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა