უკრაინის ვიცე-პრემიერის, პავლო როზენკოს განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის განმავლობაში
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საქმეზე საუბარი მის კომპეტენციაში არ შედის.
„ვიზიტის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილზე არ გვისაუბრია, არც მის პრობლემებსა და საქართველოში ექსტრადიციაზე. ამ საკითხზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის. მე საერთოდ სხვა საქმეზე ვარ ჩამოსული საქართველოში. მე ვარ ვიცე-პრემიერი, რომელიც დაკავებულია ჰუმანიტარული, სოციალური და კულტურული საკითხებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ მაინტერესებს და თუკი გაკეთდება კომენტარი, აუცილებლად იმ ადამიანების მხრიდან, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის“ - განაცხადა პავლო როზენკომ.

















