მმართველი გუნდი ისევე იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში უმუშევრობის დამარცხებაზე, როგორც ეს ქურდულ სამყაროსთან და კორუფციასთან ბრძოლისას გააკეთა.
ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გამოსვლისას გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში წლების განმავლობაში მრავალი დებატი გამართულა და მათი სულისკვეთება უცვლელია.
„ოპოზიცია მუდმივად დრამატული ტონით გვეკითხება - „იღებთ პასუხისმგებლობას?“ დროა, ერთხელ და სამუდამოდ გაიგოთ, რომ დიახ, ჩვენ ვიღებთ პასუხიმგებლობას, ხოლო თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არასდროს პასუხისმგებლობას არ იღებთ“ – განაცხადა გაბაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ქვეყნის მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას უმუშევრობის დამარცხებაზე და ამის საშუალება ქვეყანას უკვე გააჩნია.

















