logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა
სოზარ სუბარი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრს შეხვდა
13:42 07.11.2017
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარს შეხვდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ვიცე-პრემიერ მინისტრსა და უკრაინის დელეგაციის წევრებს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.
უკრაინის დელეგაციის წევრებმა სამინისტროში არსებული „მისაღები ცენტრიც“ დაათვალიერეს და ყველა იმ მომსახურების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც ცენტრის თანამშრომლები დევნილებს უწევენ.
„უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი ჩამოვიდა, რათა გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც დევნილებთან მიმართებაში საქართველოში დაგროვდა. ჩვენ დღეს გავაცანით ის პოლიტიკა, რასაც ვატარებთ. ვიზიტის ფარგლებში კი, ადგილზე ნახავენ იმ ჩასახლებებს, სადაც დევნილები ცხოვრობენ. იმასაც ვეტყვით, რა შეცდომები იქნა დაშვებული წლების განმავლობაში. ერთი ისტორიული ბედის ქვეშ აღმოვჩნდით ორივე ქვეყანა, ერთი ოკუპანტი გვყავს. მინდა ვთქვა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლებიც აფხაზეთში ჩვენს გვერდით იბრძოდნენ. მე პირადად მაშინ ჩემი სამშობლოს ჯარისკაცი ვიყავი და ჩემს გვერდით არაერთი უკრაინელი იბრძოდა, ისევე როგორც დღეს, არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრის პავლო როზენკოს განცხადებით, უკრაინისთვის ძალიან ფასეული საქართველოს გამოცდილების გაზიარება.
„საქართველოსთან ჩვენ საერთო პრობლემები გვაერთიანებს. ეს არის რუსეთის ფედერაციის აგრესია, რომელიც განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ და ახლა უკრაინის წინააღმდეგ ხორციელდება. უკრაინაში მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლი და გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან ფასეულია, რადგან საქართველოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება დევნილებთან მიმართებაში და აქვს თანამედროვე პროგრამები. კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას ვგრძნობთ და ვაფასებთ“, - განაცხადა პავლო როზენკომ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო „თბილისის ზღვის ახალ ქალაქში“ დევნილი ოჯახებისთვის გადაცემულ ბინებსაც დაათვალიერებს და წეროვანის ჩასახლებას ესტუმრება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა