თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულო დღეს ბოლო სხდომას გამართავს. ახალი
შემადგენლობით დაკომპლექტებული საკრებულო კი პირველ სხდომას მომდევნო კვირაში ჩაატარებს.
დღევადელ სხდომაზე ქალაქის განვითარებისთვის საჭირო საკითხებს განიხილავენ.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დღევანდელი სხდომა იქნება შემაჯამებელი სურათი იმისა თუ როგორ ყალიბდებოდა ამ სამ წელიწადნახევრის მანძილზე ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენი თანამემამულეებისთვის იყო საჭირო.
„როგორც ყოველთვის, ამ სხდომაზეც გამოვა ის საკითხები, რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის არის აუცილებელი. ვფიქრობ, დღევანდელი სხდომა იქნება იმის მაჩვენებელი თუ მეხუთე მოწვევის საკრებულო რა მიმართულებით მუშაობდა და ერთგვარი შემაჯამებელი სურათი იმისა თუ როგორ ყალიბდებოდა ამ სამ წელიწადნახევრის მანძილზე ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენი თანამემამულეებისთვის იყო საჭირო,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა.

















