logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უესტმინსტერის უნივერსიტეტში „საქართველოს დღე“ აღინიშნა
უესტმინსტერის უნივერსიტეტში „საქართველოს დღე“ აღინიშნა
13:08 06.11.2017
უესტმინსტერის უნივერსიტეტმა „საქართველოს დღის“ საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიება მიეძღვნა თემას „საქართველო ევროპაში“, რომელზეც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განზომილებები ასევე საქართველოს ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ევროპული კონტექსტი.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს უესტმინსტერის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მოადგილემ, რონალდ დანროსერმა, ბიოსამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯონ მერფიმ და „საქართველოს დღის“ ფორმატის დამაარსებელმა, ლონდონში მცხოვრებმა მეცნიერმა და მწერალმა თამარ დრაგაძემ. მათ ხაზი გაუსვეს „საქართველოს დღის“ ტრადიციულად უესტმინსტერის უნივერსიტეტში ჩატარების მნიშვნელობას.

საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი მომხსენებლები გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი და გაერთიანებულ სამეფოში პოლონეთის ელჩი არკადი რზეგოცკი იყვნენ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა თემაზე „საქართველოს ევროპული გზა“, ხოლო პოლონეთის ელჩი წარდგა მოხსენებით - „საქართველო ევროკავშირის პერსპექტივიდან“. ევროპასთან საქართველოს კავშირებზე მოხსენებებით ასევე წარსდგნენ ქართველი დიპლომატები, რომელთან საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირზე და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, უესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორებმა და „საქართველოს დღის“ თანა- ორგანიზატორებმა, ნინო ფორაქიშვილმა და პიტერ ლიდიარდმა პრეზენტაციები გააკეთეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საგანმანათლებლო განზომილებაზე.

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა EBRD-ის ასოცირებულმა დირექტორმა ოლექსანდრ პავლუკმა. კონფერენციაზე ქართველმა და ბრიტანელმა მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა „ევროპული გავლენა ქართულ ანთროპოლოგიაზე“, „ქართული ფილმები ევროპულ ინდუსტრიულ ბაზარზე“ და „შექსპირი ქართულ თეატრში“.

„საქართველოს დღის“ აუდიტორიამ მოისმინა ანგარიშები საქართველოსა და ბრიტანეთის დაძმობილებული ქალაქების - თბილისი-ბრისტოლის, ქუთაისი-ნიუპორტისა და ახალციხე-ნიუკასლის ასოციაციების წარმომადგენლებისგან.

საქველმოქმედო ორგანიზაცია „მკურნალის“ საქმიანობის შესახებ ისაუბრა მისმა წარმომადგენელმა, ხოლო ბრიტანულ-ქართული საზოგადოების თავმჯდომარემ თამარ ლორთქიფანიძემ პრეზენტაცია გააკეთა ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.

კონფერენციას გაერთიანებული სამეფოს საუნივერსიტეტო წრეებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ, ისევე როგორც საქართველოთი და რეგიონით დაინტერესებული ბრიტანელები.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს დღე“ წელს ოცდამეათედ ჩატარდა. ღონისძიება დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა