logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
​საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანა-თავმჯდომარედ წარადგინეს 



​საქართველო გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანა-თავმჯდომარედ წარადგინეს 



11:13 04.11.2017
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებად გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი წარადგინეს.
 


აღნიშნულის თაობაზე საუბარია გაეოს გენერალური ასამბლეის მდივნის მიროსლავ ლაიჩაკის წერილში. „პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებად დავნიშნე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ელჩებს იმნაძესა და ნუსეიბის იმისათვის, რომ დათანხმდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გამოხატავთ მათ მიმართ სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას. მჯერა, რომ მომავალი მოლაპარაკებები აგებული იქნება 69-ე, 70-ე და 71-ე სესიებზე მიღწეულ პროგრესზე და მოვუწოდებ წევრ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ამ პროცესის განვითარებას, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილების (71/553) შესაბამისად. ამავე გადაწყვეტილებით, მე, როგორც გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გავაგრძელებ ამ პროცესში აქტიურ ჩართულობას თანა-თავმჯდომარების მხარდასაჭერად“ - აღნიშნავს მიროსლავ ლაიჩაკი.


გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების მთავრობათაშორისი მოლაპარაკების თანა-თავმჯდომარედ საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის დანიშვნა წარმოადგენს საქართველოს კიდევ ერთ აღიარებას საერთაშორისო არენაზე. ეს არის უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო ფუნქცია. გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროცესი აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, რაზეც აქტიურად საუბრობენ როგორც გაერო-ს წევრი ქვეყნები, ისე გაერო-ს ახლადარჩეული გენერალური მდივანი. საქართველო თავის მხრივ უკვე ჩართულია ამ პროცესებში. მიმდინარე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში საქართველომ რამდენიმე ისეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის რეფორმის პროცესთან, მათ შორის საქართველო აქტიურია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ეფექტურობის გაზრდის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებებში.
 


უშიშროების საბჭოს რეფორმაზე მოლაპარაკებები გენერალურ ასამბლეაში 1993 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების სახე მას 2008 წლიდან მიეცა. მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების მთავარი ელემენტებია - წევრობის კატეგორიები, რეგიონალური გადანაწილება, გაფართოებული უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობა, მუშაობის მეთოდიკა, ვეტოს საკითხი, ასევე თანამშრომლობა საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის. აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესი გრძელვადიანია, თუმცა ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ახალი გამოწვევების, საფრთხეებისა და დღეს არსებული რეალობის ჯეროვნად ასახვისათვის უშიშროების საბჭოს რეფორმა აუცილებელია. თანა-თავმჯდომარის როლია საკითხზე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების წარმართვა და წევრ სახელმწიფოთა პოზიციების შეჯერება.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა