logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს დიპლომატიური სისტემა ვითარდება მიმდინარე რეფორმების მეშვეობით
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს დიპლომატიური სისტემა ვითარდება მიმდინარე რეფორმების მეშვეობით
16:35 03.11.2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სრულიად

საქართველოს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

მისალოც განცხადებას „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

“გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს!

ეს თარიღი დიდი ქართველი დიპლომატის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვა მაგალითები, მიუთითებს ქართული დიპლომატიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე. საქართველოს თანამედროვე დიპლომატია სწორედ ამ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელმაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია ქართველი ხალხის ისტორიული მიზნების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განსამტკიცებლად და ევროპული მომავლის გასამყარებლად.

საქართველო, დღეს, ისევე როგორც საუკუნეების წინ, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული გზების გასაყარზე დგას. დღეს, ამ გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე რთულ ეპოქაში, ქვეყანამ მოახერხა დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი როგორც წარმატებულ, რეფორმატორ, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, რომელიც დღეს რეგიონში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამაში დიდია ქართული დიპლომატიის წვლილი.

საქართველოს დიპლომატიური სისტემა ვითარდება მიმდინარე რეფორმების მეშვეობით. ახალი ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრაციით, ისეთ სფეროებში როგორიცაა საქმის წარმოება, ადამიანური რესურსების მართვა და თანამედროვე კომუნიკაციები, ჩვენ შევძლებთ საგარეო საქმეთა სამინისტრო გავხადოთ კიდევ უფრო მეტად ეფექტური დღევანდელ ცვალებად სამყაროში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართული დიპლომატია ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციებზე და კვლავ მრავალ წარმატებას მოუტანს ქვეყანას.

ჩვენი მიზანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, იყოს მაქსიმალურად ახლოს საქართველოს მოსახლეობასთან, და შესაბამისად, დიპლომატის დღეს, წელს განსხვავებული ფორმატით აღვნიშნავთ. 12 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეპატიჟებით ყველა დაინტერესებულ პირს ღია კარის დღეზე „შეხვედრა ქართველ დიპლომატთან“.

ძვირფასო კოლეგებო, გისურვებთ დიდ წარმატებებს დიპლომატიურ საქმიანობაში!” - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა