„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ ავტოავარიის დროს ზუგდიდის საკრებულოს
ახლადარჩეული წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პარტია ამასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
თამაზ ჟორჟოლიანის სახით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. სამძიმარს ვუცხადებთ თამაზ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მეგობრებს“- ნათქვამია განცხადებაში.

















