პარლამენტში წარდგენილი მთავრობის სამოქმედო გეგმა წინასაარჩევნო პროგრამაზე იქნება ორიენტირებული და არა ქვეყნის განვითარებაზე.
ეს განცხადება დღეს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „ქრისტიან -დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
„ორი დღეა საარჩევნო პროგრამას ვისმენთ, რომელიც ილუზორული დაპირებების მთელ კასკადს მოიცავს. დაპირებების ეს დიდი ბუშტი არჩევნების მეორე დღესვე გასკდება“- განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, ამ ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ლიმიტი ამოწურულია.
ახვლედიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნებისას აისახება.

















