logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღინიშნა
12:53 02.11.2017
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად, ვენის საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ხელოვანის ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო კონცერტი და საზეიმო მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

„2017 წელს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა. 25 წელი, რომელმაც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად მჭიდროდ დაახლოვა. დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. საქართველო და ავსტრია მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მათ შორის სოფლის და სატყეო მეურნეობის, კულტურულ-საგანმანათლებლო, საპოლიციო, იუსტიციის და სხვა სფეროებში. მოხარულნი ვართ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს,“ - განაცხადა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოფვმა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. კარლჰაინც კოფვმა აღნიშნა, რომ ავსტრიული ბიზნესი სულ უფრო მეტად ინტერესდება საქართველოს ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სატრანსპორტო სექტორებით. მან ასევე ისაუბრა გასულ წელს საქართველოში, როგორც ავსტრიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საელჩოს გახსნაზე, რაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების გარანტიაა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ავსტრიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესწრეების, კულტურის სფეროს და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

საღამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა