ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, თვიმმართველობის არჩევნების მეორე
ტური საქართველოს მასშტაბით 6 ოლქში, 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტურები ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ბორჯომში, ხაშურსა და ყაზბეგში ჩატარდება.
გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
შედეგები შემდეგია:
„ქართული ოცნება“ კახა კალაძე - 51.09%
დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 17.48%
„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილი - 16.59%
„ევროპული საქართველო“ ელენე ხოშტარია - 7.11%
"პატრიოტთა ალიანსი" - ირმა ინაშვილი 3.02%;
გიორგი ვაშაძე 1.92%;
კახა კუკავა 1.25%.

















