პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ შს ყოფილი მინისტრი, პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში დაადანაშულა.
როგორც დღეს რიგგარეშე სესიაზე მინისტრსთა კაბინეტის და მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენისას ბაღათურიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის წარსული შს მინისტრობის დროს აქციების დარბევა - 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაწყებული 2011 წლის 26 მაისით დასრულებული, სადაც ადამიანები დაიღუპნენ და ამის გამო, რამდენიმე მათგანი მხოლოდ დროებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
„ბატონო, ვანო მკვლელობაში ბრალს ვერ დაგდებთ, მაგრამ თქვენ ხართ პირადი მფარველი სანდრო გირგვლიანის მკვლელების, რომლებმაც 25 წლის ვაჟკაცი წამებით მოკლეს. ამის შემდეგ კი, გირგვლიანის მკვლელებს 5 წელი მიუსაჯეს და 2 წელში გაათავისუფლეს. ეს მოხდა თქვენი და პრეზიდენტის პირადი მფარველობით“ – განაცხადა ბაღათურიამ.
მისივე თქმით, სწორედ მერაბიშვილის შექმნილია პოლიტიკური პოლიცია, რომელიც „მიშა, მიშას“ იძახის.
„თქვენი პოლიცია ხელს უწყობს აჭარაში საერთაშორისო ტრეფიკინგის აყვავებას, სადაც პოლიციის მაღალჩინოსნები „სუტინიორობით“ არიან დაკავებულები და ეს დაადასტურა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

















