ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრი გიორგი გახარია კომპლექსს ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ დაათვალიერებენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე დაესწრებიან კომპლექსის ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ დამფუძნებელი მარსელ ვიჩმანი და „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ირაკლი როსტომაშვილი.
ესტონეთის პრეზიდენტი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და მოწვეული სტუმრები საცხოვრებელ კომპლექსს დაათვალიერებენ. ქართულ-ესტონური წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, ესტონეთის პრეზიდენტი მასპინძლებთან ერთად სიტყვით მიმართავს სტუმრებს, ამის შემდეგ პრეზიდენტი კომპლექსის სკვერში ნეკერჩხლისხეს დარგავს.
საცხოვრებელი კომპლექსის ,,შენი სახლი ჯიქიაზე“ მშენებლობა 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და ქართულ-ესტონური წარმატებული ბიზნესპარტნიორობის ერთ-ერთისაუკეთესო მაგალითია.

















