დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანმა ელჩმა თამარბერუჩაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ვაჭრობის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელთან, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან მარკ პრიტჩარდსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევეყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და გაფართოების შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მეოთხე შეხვედრის ფარგლებში, ლონდონში 24 ოქტომბერს, ლონდონის სითის ლორდ მერის ენდრიუ პარმლის დასაქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით პირველად გაიმართა მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელიცსაქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ დაინტერესება გამოხატეს.

















