საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი
საქართველოსთვის გადმოცემა ჩვეულებრივი პროცედურებით ვერ მოხდება.
როგორც ის განმარტავს, ეს მხოლოდ ივანიშვილის მიერ მისი მოტაცებითაა შესაძლებელი.
„თუ ივანიშვილის მოლაპარაკებით წაუცდათ ხელი- ღმერთი არ გაუწყრეთ თავისივე ინტერესებში ჩემს მოტაცებაზე... იმიტომ, რომ ჩვეულებრივი პროცედურებით მე ვერ გადმომცემენ. მრავალი კვირა საპატიმროში რომ მომათავსონ, ეს სისულელეა, ამას ვერც პოლიტიკურად და ვერც სამართლებრივად ვერ გაუძლებენ. ერთადერთი გზა არის, რომ სადღაც მომიტაცონ, მტაცონ ხელი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხი დამყვება და ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ. ამას მოყვება უკრაინის მთავრობის და პრეზიდენტის დამხობა. ეს ასევე ძალიან დააჩქარებს ივანიშვილის საქართველოდან მოქესტვას. მე თუ ასე გამიკეთეს, საქარველოში არ ვაპირებ საკანში ჯდომას და იქიდან ლუღლუღს - ვაპირებ ბრძოლას“-განაცხადა სააკაშვილმა „არჩევანის“ ეთერში.

















