logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ირლანდიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
09:52 01.11.2017
საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარესთან დენის ო’დონოვანთან, რომელიც თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა მიმოიხილა საქართველო-ირლანდიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.

მან მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს მიმდინარე წლის 23 თებერვალს პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის მიერ მიღებული მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროინტეგრაციას ეხმიანება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ირლანდიელ პარლამენტარებს გააცნო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ირლანდიის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ავიარეისების განხორციელების შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გამყარებას.

ირლანდიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, ისე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პარლამენტარებმა აგრეთვე გამოხატეს სრული მზაობა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებას.

ირლანდიელმა პარლამენტარებმა, აღნიშნეს რა ირლანდიასა და საქართველოს შორის არსებული ბევრი მსგავსება, ხაზი გაუსვეს ურთიერთმხარდაჭერისა და თანადგომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა