logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძე: ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია
მიხეილ ჯანელიძე: ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია
17:32 31.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, ასევე იმით, რომ ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ესტონეთმა მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია იმისათვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტი წარმატებით წარიმართოს. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარების პროცესის მტკიცე მხარდამჭერია.

„ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოდის ძალიან დიდი წარმომადგენლობითი დელეგაციით, რაც ასახავს იმ მასშტაბს ჩვენი ურთიერთობებისა, რომელიც გვაქვს ესტონეთთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება. ჩვენი ურთიერთობები ასევე ძალიან აქტიურია მრავალმხრივ ფორმატებში“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის იზრდება ვაჭრობა, ტურიზმი და ინვესტიციები. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ გამოჰყო საქართველოში ესტონური ინვესტიციების არსებობა ისეთ სექტორებში როგორიც არის უძრავი ქონება, სასტუმრო და ტურისტული ბიზნესი, ჰიდროელექტროსადგურები და სხვა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობას თავდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში. ამ კუთხით მინისტრმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მთავრობის მხრიდან ქართველი ახალგაზრდებისათვის გამოყოფილ სტიპენდიებს და კინო ინდუსტრიაში წარმატებით განხორციელებულ პროექტებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა