პარლამენტის სხდომათა დარბაზში მთავრობის პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენისას ელექტროენერგია გაითიშა.
როგორც მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განმარტა, შუქის გათიშვა ძაბვის ვარდნამ გამოიწვია.
„მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება მთავრობების დამტკიცების დროს“ - აღნიშნა ბაქრაძემ.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. სესიაზე დეპუტატები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პროგრამის შეფასებებით გამოსვლებს განაგრძობენ.

















