logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდა
კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდა
14:00 31.10.2017
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში განსახორციელებელი რეფორმები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. კახა კალაძის გუნდის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროექტების განხორციელება იგეგმება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო. შესაბამისად, რეფორმები, კონკრეტული პროექტების განხორციელება განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მომდევნო წლების განმავლობაში, თანამშროლობასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა დედაქალაქში მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დარგის ექსპერტებმა კი აღნიშნეს, რომ მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და გადაწყვეტილებების დროული მიღება სისტემის უზრუნველყოფის წინაპირობაა.

„ვგეგმავთ კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას, რათა სამუშაო პროცესი არ შენელდეს. არსებობს ანგარიში, რომელშიც კონკრეტული ხედვებია ასახული და რომელსაც მომავალში დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.

შეხვედრას, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გაიმართა, მერობის გამარჯვებული კანდიდატის გუნდის წევრები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, საკრებულოს არჩეული წევრები ბექა დავითულიანი და შალვა ოგბაიძე იმყოფებოდნენ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა