logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ ქვეყნის განვითარების პოლიტიკაცაა
მიხეილ ჯანელიძე: ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არა მხოლოდ საგარეო პრიორიტეტი, არამედ ქვეყნის განვითარების პოლიტიკაცაა
17:38 30.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს უფრო მეტი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამით საბოლოო მიზნის მისაღწევად მეტი შესაძლებლობა შექმნას.

ამის შესახებ ჯანელიძემ GCSD-ის მიერ გამართულ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ჩვენ შეგვიძლია მეტის გაკეთება და ნამდვილად არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვცდილობთ მივიღოთ უფრო მეტი ევროპული ინტეგრაციის პროცესში და ამით შევქმნათ მეტი შესაძლებლობები ჩვენი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა“- განაცხადა ჯანელიძემ.




როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა საბოლოო მიზანს ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს და სხვა ალტერნატივები არ განიხილება. მინისტრის შეფასებით, ეს ფანჯარა იმ შემთხვევაში გაიხსნება თუ საქართველო მზად იქნება ამისთვის, ხოლო მთავრობა აღნიშნულის მისაღწევად აქტიურად აგრძელებს კომუნიკაციას ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაზე ორგანიზაციისგაფართოების საკითხებზე, რა დროსაც მან ასევე აღნიშნა, რომ შემდგომი კომისია იქნება გაფართოებაზეორიენტირებული.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ევროკავშირის ორიენტაცია გაფართოებაზე ახალ შესაძლებლობებს აჩენს დასაქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანა იდგეს ამ დღის წესრიგში და განიხილებოდესაღნიშნულ კონტექსტში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე და აღნიშნა, რომ სამიტს საქართველო კარგ ფორმაში ხვდება. მინისტრის შეფასებით, საქართველოს მზაობა გულისხმობს იმას, რომ„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში 2009 წელს დაგეგმილი და დასახული ძირითადი მიზნები საქართველომ და ევროკავშირმა შეასრულეს, რაც მოიცავს ასოცირების შეთანხმების გაფორმებას და მის იმპლემენტაციას, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას, ვიზალიბერალიზაციას, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას და სხვა.

„ევროპული ინტეგრაცია დღეს აღარ არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, არამედ იქცა შიდაპოლიტიკის პრიორიტეტად. ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან გაცხადებული პოლიტიკა და ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად მივყვებით“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა