logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება
ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება
15:00 30.10.2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობას გააგრძელებს, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას და ამის შემდეგ, უკვე დაიწყება საპარლამენტო განხილვები“- განაცხადა კობახიძემ.


ამის შესახებ კობახიძემ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ იმ ოთხ საკითხზე, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან, საუბარია ბონუსის თემის გაუქმებაზე, ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე, ასევე, ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული ჩანაწერი და ასევე ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს პარლამენტი მესამე მოსმენით მარტში განიხილავს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და საუბარია კონკრეტულ შეთანხმებაზე, რომლის აღსრულებას პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად უზრუნველყოფს.

„ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტის თვეში მესამე მოსმენა. ეს არის კიდევ ერთხელ, ის საკითხები, რომლებზეც შევთანხმდით ჩვენ ვენეციის კომისიასთან და ამ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი ვენეციის კომისიასთან ერთად“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მხარე იქნება ჩართული.

„ყველა იქნება ჩართული განხილვებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსია არის ამოწურული - საქმე ეხება ოთხ საკითხს, რომელზეც ვენეციის კომისიასთან შევთანხმდით“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა