ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ
სხდომაზე განხორციელდება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.
პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
ოპოზიციას პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

















