logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა
თბილისში საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავი აღინიშნა
11:00 28.10.2017
საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისის ეროვნული კონსერვატორიაში გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პასკალ მენიემ და თბილისის კონსერვატორიის რექტორმა რევაზ კიკნაძემ.
მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკუნეების მანძილზე ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორობის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს 25-წლიანი ისტორიული პროცესის დასრულება და ლევილის მამულის საქართველოსთვის დაბრუნება წარმოადგენს.
„მინდა საფრანგეთის მოქმედ მთავრობას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ ისტორიული მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესში და საქართველოს მთავრობასთან ერთად განახორციელა ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი“ - აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ აღნიშნული ისტორიული კავშირები და საერთო ღირებულებები უდევს საფუძვლად ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს და საფრანგეთის ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ შედეგებს და მჭიდრო პარტნიორობას, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და უაღრესად ვაფასებთ საფრანგეთის ძლიერ მხარდაჭერას ორმხრივ, მრავალმხრივ ფორმატებში. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტო და საფრანგეთის როლი. ყველა ქართველის მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება ძალიან დიდი თანადგომა და ჩვენ მადლიერი ვართ იმ მხარდაჭერის, რომელიც დღემდე გრძელდება საფრანგეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის და ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, თავდაცვის, განათლების, კულტურა და სოფლის მეურნეობის სფეროში.
„დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავზე, ბორდოს „ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი“ მასპინძლობს გამოფენას "საქართველო-მეღვინეობის აკვანი”, რომელსაც დღემდე უამრავი (33 000-ზე მეტი) დამთვალიერებელი ესტუმრა. აღნიშნულ გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს, რაც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ჩვენი ღვინის მსოფლიოში წარმოჩენის, არამედ მთლიანად ქვეყნის წარმატებისთვის“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა
კონცერტი გაიმართა თანამედროვე მუსიკის ანსამბლი «Georgia Modern» შესრულებითა და რეზო კიკნაძის მონაწილეობით. ღონისძიება მიეძღვნა ფრანგი კომპოზიტორის ოლივიე მესიანის შემოქმედებას.
აღნიშნული საღამო საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი მიერ იყო ორგანიზებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა