logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სეულში „ქართული პოეზიის საღამო“ და საჯარო ლექცია „საქართველო: უძველესი ერი და თანამედროვე სახელმწიფო“ ჩატარდა
სეულში „ქართული პოეზიის საღამო“ და საჯარო ლექცია „საქართველო: უძველესი ერი და თანამედროვე სახელმწიფო“ ჩატარდა
17:17 27.10.2017
სეულში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისა და „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე შესრულებული ორი თარგმანისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ქართული პოეზიის საღამო“ გაიმართა.

პოეზიის საღამოზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ორი თარგმანი კორეულ ენაზე დიდი შენაძენია როგორც ქართველებისათვის, ისე კორეელი მკითხველისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოს მხარდაჭერით, სპეციალურად ქართული პოეზიის საღამოსათვის კორეელმა ვიოლინისტმა, ბუსანის სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის პროფესორმა ბეკ ჰიუნ-კიუნგმა და გვანჯუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფმა პროფ. ლიმ ჯე-ჩოლის ხელძღვანელობით შეასრულეს ქართული სიმღერები და კომპოზიციები. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა პროფ. ჩო ჯუ-კვანის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი „ვეფხისტყაოსნისა“ და საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე თარგმნების ავტორები არიან პროფესორები ჩო ჯუ-კვანისა და ჰო სინგ-ჩოლის მიერ.

საღამოზე მოწვეული იყვნენ კორეის პარლამენტისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების მეთაურები და სეულში მცხოვრები ქართველები. სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ღონისძიება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კორეის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ASAN Institute-ის ორგანიზებით მოეწყო.
24 ოქტომბერს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა სეულში მდებარე ჰანკუკის უცხოურ ენათა უნივერსიტეტში გამართა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველო: უძველესი ერი და თანამედროვე სახელმწიფო“.
ლექციის ფარგლებში უნივერსიტეტის დამსწრე პროფესურასა და სტუდენტებს მიეწოდათ ვრცელი ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, გეოგრაფიის, ანბანის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ქვეყნის თანამედროვე მიღწევების შესახებ.
ლექციის შემდგომ, აუდიტორიას საშუალება მიეცა კითხვა-პასუხის რეჟიმში ელჩისგან, საქართველოს შესახებ, დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა