საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი საქართველოში
პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, მარიუშ მაშკევიჩს შეხვდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ აქტუალურ საკითხებს.
მხარეების მიერ ხაზი გაესვა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

















