logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ამომრჩეველთა სამაგიდო სიების კანონშეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
ამომრჩეველთა სამაგიდო სიების კანონშეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
14:50 27.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სამაგიდო სიების კანონშეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ტექსტს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არ არსებობს ამომრჩეველთა სამაგიდო სიის საჯარო ვერსია და ის არ გაიცემა საჯარო წესით. სამაგიდო სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის პროცესი ხელმისაწვდომია არჩევნების დღეს, დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის. შესაბამისად, ეს პროცესი არჩევნების დღეს ხელმისაწვდომი იყო როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის აკრედიტებული წარმომადგენლისთვის.

ამასთან, არჩევნების დღის შემდეგ, სამაგიდო სიები იმყოფება დალუქულ მდგომარეობაში და მასში არსებული ინფორმაციის დამუშავება და ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ კომისიისთვის კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. შესაბამისად, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბრიფინგზე გაჟღერებული მოთხოვნა საერთოდ აცდენილია კანონმდებლობას, თუმცაღა წესით, აღნიშნული რეგულაციები კარგად უნდა იყოს ცნობილი პოლიტიკური მხარეებისთვის.

ამდენად, საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტავთ, რომ ეს მოთხოვნა აბსოლუტურად შეუსაბამოა კანონთან და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა სამაგიდო სია საჯარო წესით არ გაიცემა.

რაც შეეხება ცაგერის # 21 საარჩევნო უბანს, ამ უბანზე არის სულ 35 ამომრჩეველი რეგისტრირებული (33 ერთიან და 2 სპეციალურ სიაში) და როგორც საუბნო შემაჯამებელი ოქმიდან ჩანს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა ამომრჩეველმა (4-ს არ მიუღია მონაწილეობა). ამ უბანზე კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ დამკვირვებლები და სუბიექტების წარმომადგენლები, უბანზე არ დაფიქსირებულა არანაირი პრეტენზია და ცაგერის მთლიან ოლქში არ შესულა არანაირი საჩივარი. უფრო მეტიც, კომისიის ყველა - 13-ვე წევრის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“ დანიშნულ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალი „ქრისტიან-კონსერვატიული“ პარტიიდან დანიშნული წევრების ხელმოწერაც ახლავს შემაჯამებელ ოქმს და არ ფიქსირდება არანაირი განსხვავებული აზრი, რაც ცხადია კომისიის ყველა წევრის მიერ ადასტურებს პროცესის კანონშესაბამისობას.

შესაბამისად, ამ უბანთან დაკავშირებული პრეტენზიები ან გაურკვეველი წარმომავლობის სატელეფონო ზარები არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ხასიათის, საზოგადოების აზრზე ზეგავლენის მიზნით და მას რეალური სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია“-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა