logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე ევროპის საინვესტივიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
კახა კალაძე ევროპის საინვესტივიო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
15:29 26.10.2017
„ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულმა წარმომადგენელმა, სებასტიან ჰუსონ დე სამპინიმ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.
მიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიიღო, რომელზეც მხარეებმა თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები და ამ მიმართულებით არსებული საინვესტიციო საჭიროებები განიხილეს.
კახა კალაძის თქმით, ის განაგრძობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს.
„მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმართ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ - განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა.
მან ევროპის საინვესტიციო ბანკს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის მზაობისთვის და აღნიშნა, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„დაახლოებით 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში და მათი თანადგომა და ეს ურთიერთობები იქნება ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
სებასტიან ჰუსონ დე სამპინის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მწვანე ქალაქისა და „სმართ სითის“ განვითარებაში. მისი თქმით, კახა კალაძესთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა, განხილულიყო საქართველოს დედაქალაქის სამომავლო განვითარების გეგმები, მათ შორის ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხი.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა